თარჯიმანთა ბიურო
პირველი ონლაინ
თარჯიმანთა ბიურო საქართველოში
ნებისმიერი სირთულის ტექსტისა და დოკუმენტის პროფესიონალური თარგმნა და ნოტარიული დამოწმება თქვენთვის სასურველ ენაზე — სრული მომსახურება დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად


Connect your world, word by word

.jpg)
აღმაშენებლის გამზ. N109
როგორ მუშაობს?
სათარგმნი დოკუმენტი გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე info@etargmna.ge.
წერილში მიუთითეთ, რომელ ენაზე გსურთ თარგმნა, გჭირდებათ თუ არა ნოტარიული დამოწმება და რა ვადაში გსურთ თარგმანის მიღება. გთხოვთ, ასევე მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.
ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ ელფოსტის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით, დაგიზუსტებთ თარგმანის ღირებულებასა და შესრულების ვადას.
ელფოსტაზე მიიღებთ ინვოისსა და საბანკო რეკვიზიტებს ანგარიშსწორებისთვის.
შესრულებულ თარგმანს მიიღებთ მითითებულ ელფოსტაზე ან ადგილზე მიწოდებით. საკურიერო მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით.
01
იურიდიული თარგმანი
ხელშეკრულებების, წესდებების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მაღალკვალიფიციური თარგმანი.
02
სამედიცინო თარგმანი
სამედიცინო დიაგნოზების, ანალიზების პასუხების, კვლევებისა და ფარმაცევტული დოკუმენტაციის მაღალი სიზუსტით თარგმნა. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ტერმინოლოგიურ გამართულობასა და პერსონალური მონაცემების სრულ კონფიდენციალურობას.
03
ტექნიკური თარგმანი
სპეციფიკური ტერმინოლოგიით გაჯერებული ტექსტების თარგმანი ინჟინერიის, IT და მეცნიერების დარგებში. ჩვენ ვმუშაობთ ტექნიკურ ნახაზებზე, სატენდერო დოკუმენტაციასა და უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლებზე (MSDS/SDS).
04
ფინანსური თარგმანი
ფინანსური ანგარიშგებების, აუდიტორული დასკვნების, საბანკო დოკუმენტაციისა და საგადასახადო დეკლარაციების თარგმნა საერთაშორისო სტანდარტების (IFRS/IAS) დაცვით.
05
ვებ-გვერდების თარგმნა
თქვენი ონლაინ პლატფორმის სრული ადაპტაცია უცხოენოვანი აუდიტორიისთვის. ჩვენ ვთარგმნით არა მხოლოდ ტექსტს, არამედ ვახდენთ კონტენტის ლოკალიზაციას კულტურული კონტექსტის, ინტერფეისის (UI/UX) და SEO მოთხოვნების გათვალისწინებით.
.jpg)
www.etargmna.ge
Translation service
10წელი+
გამოცდილი, სერტიფიცირებული მთარგმნელ-თარჯიმნები
30 000+
ნათარგმნი გვერდი
1500+
კმაყოფილი კლიენტი
200+
კორპორატიული კლიენტი

ზუსტი თარგმანი — ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ
2015 წლიდან ჩვენი გუნდი გლობალური კომუნიკაციის ხარისხს ქმნის. ჩვენი მთარგმნელები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომირებული/სერტიფიცირებული პროფესიონალები არიან, რაც თითოეული სიტყვის სიზუსტესა და იურიდიულ გამართულობას განაპირობებს.
კორპორატიული კლიენტები
კორპორატიული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს, მომსახურების შესრულების გრაფიკს და კომპანიაზე მიმაგრებულ მთარგმნელს, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის შემთხვევაში საუკეთესო შედეგს იძლევა, ვინაიდან მთარგმნელი სიღრმისეულად სწავლობს კომპანიის სფეროს, სპეციფიკასა და მიზანს.
ჩვენი კლიენტების შეფასებები
"Quick service. Reasonable prices, highly recommended" 👌
ლ. ბ.

"სწრაფი, ხარისხიანი და სანდო მომსახურება მივიღე.
ჩემი კომპანიაც, მათ კორპორატიულ კლიენტად ვაქციე და ძალიან კმაყოფილები ვართ."
შ. მ.

“Best translation bureau in tbilisi! They helped us with website localization.they don’t just translate words, they understand the context”
M. V.

109 დავით აღმაშენებლის გამზირი, 0102, თბილისი, საქართველო
+995 557 990525
info@etargmna.ge